1916 წლის 24 ივლისის ტელეგრამით კონსტანტინოპოლში გერმანიის სამხედრო ატაშეს მოადგილე კაპიტანმა ვოლფმანმა გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციას ბერლინში შეატყობინა, რომ მას თავადმა მაჩაბელმა აცნობა, ის ჯერ სამსუნში ჩავიდოდა და შემდეგ კი კავკასიაში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ამიტომ ის ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდა იმ სირთულეებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოქმნილიყო.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა