1916 წლის 4 ოქტომბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ როგორც კიკნაძისგან შეიტყო, მოზელი წარმოადგენდა უბრალოდ მადემორალიზებელ ელემენტს მთელს წამოწყებაში. ის მუდმივად ცდილობდა ქართველებსა და სხვებს შორის, ქრისტიანთა და მაჰმადიანთა შორის ურთიერთობებისთვის ხელის შეშლას.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა