1916 წლის 4 ოქტომბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ კერესელიძის მკურნალობა, რომელიც ძვლების ტუბერკულოზით იყო დაავადებული, გერმანელი ექიმისთვის დაევალებინათ და მისთვის, რაც შეიძლება სწრაფად, ბერლინში ჩასვლის უფლება მიეცათ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა