1916 წლის 18 დეკემბრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა მიხეილ წერეთელმა და პეტრე სუგრულაძემ ბერლინში კაპიტან ერნსტ ფონ ჰიულსენს, გერმანიის არმიის სახმელეთო ძალების გენერალური შტაბის პოლიტიკის სექციის უფროსს თხოვნით მიმართეს, რომ გერმანიის ფრონტზე წაყვანილმა ლეგიონებმა იგივე ანაზღაურება მიიღონ, რაც გერმანრელმა ჯარისკაცებმა, ხოლო მათმა ოჯახებმა თურქეთში იგივე ფულადი დახმარება, რასაც იღებდნენ.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა