1916 წლის 23 დეკემბრის მოხსენებით ერნსტ ფონ კვიოატკოვსკიმ, ტრაპიზპოში ავსტრია-უნგრეთის კონსულმა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბარონ შტეფან ფონ ბურიანს შეატყობინა, რომ ყოველთვიური ხარჯები მისიისთვის, კომიტეტისა და ლეგიონისთვის, მატერიალური ნაწილის მიწოდების გარეშე, შეადგენდა 125 000 მარკას.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა