1917 წლის 26 თებერვლის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს შეატყობინა,რომ როგორც მას 6 თებერვლის წერილით ოსმან ბეიმ აცნობა, თურქებმა ლეგიონი დაშალეს, სანამ ბატონები სურგულაძე და ოსმან ბეი ბერლინიდან კონსტანტინოპოლში ჩავიდოდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა