1917 წლის 26 თებერვლის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს თხოვნით მიმართა, გერმანიის ელჩისა და სამხედრო ატაშესთვის კონსტანტინოპოლში მიეწერა, რომ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დახმარებოდნენ, რათა ქართველები თურქეთიდან გაეყვანათ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა