1917 წლის 27 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ მასთან ქართული კომიტეტის წევრი გამოცხადდა, რომლისგანაც შეიტყო, რომ ახალკაცმა დანიშნულების ადგილზე კარგად ჩააღწია, მაგრამ მეგზური, რომელსაც ახალკაცმა 5000 მანეთი შესანახად ჩააბარა, უკვალოდ გაქრა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა