1917 წლის 27 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა, რომ ბევრი ის პირი, რომლებმაც გადმოსხდომის შემდეგ დახმარება გაუწიეს, დააპატიმრეს. ამ მიზეზით ის თბილისში გაემგზავრა, სადაც ქრთამის საშუალებით შეძლო თავკაცების გათავისუფლება.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა