1917 წლის 27 მარტის მოხსენებით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა ბერლინში გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ ის ვლადიკავკაზში გაემგზავრა, რადგან მისი თბილისში ყოფნა, სადაც ახალკაცი და სხვა ქართველებიც იმალებოდნენ , ძალიან სახიფათო იყო.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა