ნინო სალია 1956 წლის 19 ივლისს ბად გაშტაინიდან სწერს კერძო ხასიათის წერილს გრიგოლ რობაქიძეს ჟენევაში, რომელშიც დიდი გულისტკივილით ამცნობს, რომ იქ ჩამოსვლისთანავე კალე დაეცა, დაღლილობამ მძლავრად იჩინა თავი და ისეთი კრიზისი დაემართა, რომ პროფ. სანდრო ნიკურაძეს მეტად საჭირო ზომები არ მიეღო და არ ეშველა, არ ვიცი რით და როგორ გადარჩებოდაო.

წყარო: გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი | N350
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტი