1917 წლის 30 მარტის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა სტოკჰოლმიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს, სტოკჰოლმში მისი ჩასვლისა და იქიდან რუსეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გარკვევის მიზნით, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, აკაკი ჩხენკელთან დაკავშირების მცდელობის შესახებ აცნობა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა