1917 წლის 5 აპრილის ტელეგრამით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრე სურგულაძემ კონსტანტინოპოლიდან მიხეილ წერეთელსა და გიორგი მაჩაბელს, რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგად შექმნილი ახალი გარემოებების გამო, კომიტეტის წევრთა შეხვედრის ორგანიზაციის აუცილებლობაზე აცნობა.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა