1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა სამხედრო ატაშეს კონსტანტინოპოლში, გენერალ ლოსოვს შეატყობინა, რომ გერმანელთაგან, რომლებიც მეკავშირე ოფიცრის შტაბს მიეკუთვნებოდნენ: თადარიგის ლეიტენანტი ჰორსტ შლიფაკი, შტაბის ექიმი დოქტორი შტოფელსი, ვაფენმაისტერი ოტო შლიფაკი, ვიცე-ფელდფებელი კულცერი და ვიცე-ფელდფებელი შლივინსკი გერმანიაში უკვე ჩავიდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა