1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა სამხედრო ატაშეს კონსტანტინოპოლში, გენერალ ოტო ფონ ლოსოვს შეატყობინა, რომ დოქტორი შედე, დოქტორი ფრიკე და ოსენკოპი, რომლებმაც ხანგრძლივი შვებულება მიიღეს, შემდგომ დღეებში გერმანიაში მიემგზავრებოდნენ და მათ ბატონი შმიდტი მიჰყვებოდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა