1917 წლის 7 მაისის მოხსენებით ქართული ლეგიონის ყოფილმა მეთაურმა, თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა გენერალ ოტო ფონ ლოსოვს შეატყობინა, რომ მთელი ქართული ლეგიონისა და მეკავშირე ოფიცრის შტაბის განკარგულებაში მყოფი იარაღი, ტყვია-წამალი, ცხენები და სხვა მასალები ან სამსუნში და კერასუნტში თურქული ხელისუფლებისადმი იქნა გადაცემული, ან თავისუფლად გაიყიდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა