1917 წლის 29 მაისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარემ პეტრე სურგულაძემ ბერლინიდან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბანაკებში დროის შესატყვისი პროპაგანდის წარმოება და ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე სწორი წარმოდგენის გავრცელება.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა