1917 წლის 15 ივნისის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა მიხეილ წერეთელმა სტოკჰოლმიდან ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს შეატყობინა, რომ სტოკჰოლმში გიორგი მაჩაბლის ძმა მალე ჩავიდოდა და ასევე ერთი ქართველი დელეგატი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიიდან, რომელიც სამშობლოდან მნიშვნელოვან ცნობებს ჩაიტანდა.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა