1914 წლის 26 ოქტომბრის წერილით ბერლინიდან პაულ შვარცი იტყობინება: ა. რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივანი ერზერუმში, რუსული გენ.შტაბის ოფიცერი იყო. ბ. ლიმენ სანდერსი ყურადღებით აკვირდებოდა კონსულს (მაიორ სამპსონს), აქტიურ სამხედროს. გ. გერმანიის კონსული რუსეთში აცხადებდა, რომ რუსეთის გენ.კონსულმა თურქეთის ქალაქ ვანში კერძო წვეულებაზე ყველა დეტალზე საჯაროდ ისაუბრა. დ. ინგლისელი კონსული ვანში ,ამჟამად კაპიტნად მსახურობდა ინგლისის ჯარში. ე. ვანში იმჟამად ფუნქციონირებდა ინგლისის, რუსეთისა და იტალიის საკონსულოები.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21008 – 3 ტ.1, 000216-000217წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი