1914 წლის 28 ნოემბრის წერილით ბერლინში ელჩი ვანგენჰაიმი რაიხსკანცლერს ბეთმან ჰოლვეგს აცნობებს, რომ ქართველი ასპირანტების საქმიანობამ ეჭვგარეშეა თურქების, ე.ი. შოვინისტების კომიტეტის შეცბუნება გამოიწვია, მათ წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ქართველების მუშაობას უნდობლობით შეხვედროდნენ. მოზელი, რომელიც გარკვეული რეპუტაციით სარგებლობდა კომიტეტის წრეებში, უთანხმოების აღმოეფხვრას ცდილობდა.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21009 – 2 ტ.2, 000132-000 133-000 134
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი