1915 წლის 22 მარტის წერილით კონსტანტინოპოლიდან ლუის მოზელი იტყობინება, რომ კავკასიის მოძრაობის სათავეში კულტურული, ქრისტიანული საქართველო იდგა, რომელიც 1904-1905 წლების დიდ რევოლუციას ხელმძღვანელობდა. კერძოდ, ქრისტიანულ საქართველოში არსებული პარტიები, როგორიცაა, სოციალ-დემოკრატები, ფედერალისტები და ნციონალისტები გაერთიანდნენ და მათი ლიდერები ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4, 000 059-000 060-000 061
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი