1915 წლის 24 მარტის ტელეგრამით ელჩი ვანგენჰაიმი კაპიტან ნადოლნის ატყობინებს, რომ კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ერზერუმში ტელეგრაფით იტყობინება: კავკასიის აჯანყება და ბაქოს ექსპედიცია, როგორც ჩანს, უკანასკნელი განხილვების შედეგად იმედისმომცემია და დოქტორ პიჩმანის ექსპედიციასთან ერთად შესაძლებელი.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21011– 1 ტ.4, 000 078
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი