1915 წლის 3 აპრილის წერილით ბერლინიდან ქართველი მიხაკო წერეთელი იტყობინება, რომ ბორჩხაში თბილისისა და ქუთაისის კომიტეტიდან წარგზავნილები ჩავიდნენ, რომლებმაც ჩაიტანეს ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის ჩამოყალიბება დასრულდა და მთელი კავკასია გაერთიანდა, მხოლოდ იარაღი არ იყო საკმარისი. კვლავ მოითხოვდნენ კონსტანტინოპოლიდან იარაღის გაგზავნას, მაგრამ მიიღეს უარყოფითი პასუხი, რომ თურქები იარაღს ვერ მიაწვდიდნენ და ქართული კომიტეტი იძულებული გახდა, ტრიპიზონიდან ისევ უკან დაბრუნებულიყო.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 007
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი