1915 წლის 3 აპრილის წერილით ბერლინიდან ქართველი მიხაკო წერეთელი იტყობინება, თუ იარაღის მიწოდება მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ ისინი გერმანიაში მყოფ ქართველ პატიმრებთან ერთად გადავიდოდნენ რუსეთ-თურქეთის საზღვარზე და თურქეთის არმიასთან ერთად ქართულ მიწაზე შევიდოდნენ, მოსახლეობას შეაიარაღებდნენ და ბოლომდე იბრძოლებდნენ რუსების წინააღმდეგ.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 008
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი