1915 წლის 3 აპრილის წერილით ბერლინიდან ქართველი მიხაკო წერეთელი იტყობინება, რომ ის და საქართველოს კომიტეტის წევრები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. უკანასკნელ თვეებში ქართველების საქმიანობა დეტალურად იყო ცნობილი რუსეთის ხელისუფლებისთვის.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 009წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი