1915 წლის 9 აპრილის წერილით გიორგი მაჩაბელი ბერლინში აცნობებს საგარეო საქმეთა სამსახურს, რომ მისი პირველი ამოცანა ქართველ ხალხისთვის რეალური საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო , რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის თანამემამულეებზე. გიორგი მაჩაბელი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სხვადასხვა პარტიების ყველა ლიდერს და რამდენიმე დღის შემდეგ კონგრესი მოიწვია, სადაც ერთხმად გადაწყდა, რომ ცალ-ცალკე და ყველას ერთად საქართველოს გათავისუფლებისთვის ებრძოლათ.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5. 000 055-000 056
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი