1915 წლის 3 მარტის წერილით კაპიტანი ნადოლნი აცნობებს საველე არმიის გენერალურ შტაბს, რომ დავალებები, რომლებიც ოფიცერს უნდა შეესრულებინა არსებითად იყო შემდეგი: ა. აჯანყების ორგანიზაციისთვის დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, რევოლუციურ კომიტეტთან და თურქეთის სამხედრო ხელისუფლებასთან შეთანხმება, ასევე ორგანიზაციის შესახებ დეტალური წინადადებების წარდგენა. ბ.კავკასიის და თურქეთის სასაზღვრო რეგიონიდან ინფორმაციის შეტყობინება. გ. იარაღის, ტრანსპორტისა და მარაგის მიწოდება კონსტანტინოპოლიდან კავკასიაში.

წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 1 ტ.5, 000 071-000 072
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი