1915 წლის 15 მაისის წერილით არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ატყობინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინში, რომ მან ყურადღება მიაქცია ერთ ბატონს, რომელიც ორ რუს ახლო მეგობარ ატაშესთან ერთად სასტუმრო „როიალში“ იმყოფებოდა. მან შეიტყო ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონისგან, რომ ის ატაშეებისგან იყო მიწვეული. მისი სახელი მენსონია. ის შვედი იყო, ცხოვრობდა და საქმიანობდა პეტერბურგში.
წყარო: 1914 წლის ომის პერიოდის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი R21012– 3ტ.5., 000229წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი