1915 წლის 1 მაისის წერილით კონსული შოიბნერ-რიხტერი ერზერუმიდან აცნობებს გერმანიის ელჩს კონსტანტინოპოლში ვანგენჰაიმს, რომ უდაოდ შეიძლებოდა ბაქოს "შავი ქალაქის" დაბომბვასა და განადგურებას უთანხმოება გამოეწვია ქალაქის მცხოვრებთა შორის, რომელთაგან ბევრი კავკასიის მოძრაობის მხარდამჭერი და ლიდერი იყო და რომელთა სიმდიდრეს ნავთობის ჭაბურღილები შეადგენდა.
წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 1 ტ.6, 000 051წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი