1915 წლის 31 მაისის წერილით გერმანელი დიპლომატი გოტლიბ იაგოვი ბერლინში ატყობინებს იმპერიის სახელმწიფო მდივანს, რომ ხარჯების დასაფარად თავდაპირველად 150 000 მარკა, ხოლო ინდოეთში აგიტაციის გაგრძელებისა და იარაღის გაგზავნისთვის კი 2 000 000 მარკა იქნება საჭირო.

წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 1 ტ.6, 000 080
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი