1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს შედგეს კომისია ნ. ნიკოლაძის, სოლომონ წერეთლისა და ქუთაისის ქალაქის თავის, კალანდარიშვილისაგან, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | 1918წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი