1919 წლის 3 მარტს განათლების სამინისტრომ სამტრედიის გამგეობას მისწერა, რომ თუ ნადეჟდა გიორგი ასულ აბაზაძეს გერმანული ენის მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, მაშინ მას საგნის მასწავლებლად ვერ დაამტკიცებდნენ. მისი დანიშვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნადეჟდა გიორგის ასული აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი