უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე (კოკი) ილიას ძე აბაშიძის პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი