1918 წელს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე ლენინი თავის მოხსენებაში ამბობს, რომ ოსმალეთში გარკვეული მდგომარეობა დამყარდა გეგეჭკორისა და წერეთლის ბოროტ-მოქმედების გამო, რომელთაც არ ცნეს ბრესტის ხელშეკრულება და შემდეგ კავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მისი აზრით, ამაზე გავლენას ახდენს გერმანიის იმპერიალიზმი, რაც გერმანიასა და ოსმალეთს ნებას აძლევს კავკასიის ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილდნენ და თან განაცხადონ, რომ ბრესტის ხელშეკრულებას არ არღვევენ.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1918 | 3 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა