1918 წლის 14 მარტს სოსო გოგოლაშვილი ბათუმიდან სწერს აკაკი ჩხენკელს, ატყობინებს, რომ დაგვიანების მიზეზი მისთვის ოდესაში გერმანელი ტყვეების გაგზავნის ორგანიზების დავალება იყო, რის შესახებაც დაწვრილებით ვახტანგ ღამბაშიძე მოახსენებს. იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში ესტუმრება ლასხიშვილთან ერთად.
წყარო: ბათუმის ქალაქის თავის კ. საბახტარაშვილისა და ს. გოგოლაშვილის წერილები აკაკი ჩხენკელისადმი, მისი ტრაპიზონში გასამგზავრებლად მზადების შესახებწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი