1919 წლის 1-ლ მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძემ დირექტორს მისწერა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მთავარგამგემ დანიშნა სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად და რადგან არ ჰქონდა მასწავლებლის წოდების გამოცდა ჩაბარებული, ამიტომ სთხოვდა შუამდგომლობას შესაბამის უწყებასთან, რათა უფლება მიეცათ საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ჩაებარებინა.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძის პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი