1918 წლის 6 ოქტომბერს, დილის 12 საათზე თბილისის ქართულ-გერმანულ საზოგადოებაში თილოვან ვესტერჰაგენის ლექცია გაიმართა. მოხსენება ომიანობის პირობებში ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ომის შემდგომ პერიოდში კავკასიის მნიშვნელობას ეხებოდა. ლექციას თან სდევდა ბუნდოვანი სურათები. მოხსენების დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 5 ოქტომბერიწყაროს ტიპი: პერიოდიკა
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა