1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა 1918 წლის 17 ივნისს N537-ით წარადგინა კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, მაგრამ მისთვის უცნობი მიზეზების გამო წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.
წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმეწყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი