1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს 1919 წლის 20 მარტის N2458 პასუხად აუწყა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა მიიწვია გერმანული ენის შტატის მასწავლებლად 1911 წლის 1-ლი სექტემბრიდან. გიმნაზიაში 1917 წლის 1-ლ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი