1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, მათ შორის გერმანიაში წასვლა სურდათ მამულაიშვილს, ყაუხჩიშვილსა და შალვა ვადაჩკორიას.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მიმოწერა საზღვარგარეთ ახალგაზრდების გაგზავნის შესახებ სპეციალური განათლების მისაღებად
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი