1915 წლის 17 ივლისის წერილით კონსული შაბინგერი ჟენევიდან ბერლინში აცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ის ითხოვდა, საველე ბარათი, რომელიც ბერლინში ქართველი გიორგი კერესელიძისთვის იყო განკუთვნილი, ადრესატს გადაცემოდა.

წყარო: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის პერიოდის საიდუმლო დოკუმენტები R21013 – 2 ტ.6, 000107
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი