1915 წლის 29 ივლისის წერილით ქართველი გიორგი კერესელიძე აცნობებს გერმანელ ელჩ ვეზენდონკს ბერლინში, რომ ის 9-დან 25 ივლისამდე 25 ქართველ ოფიცერს ესაუბრა, რომლებიც შესაძლოა სამ კატეგორიად დაიყოს: ა. ისინი, რომლებიც თანახმა იყვნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ებრძოლათ, ესენი არიან: მეტრეველი (ლეიტენანტი, მაგდებურგის ციხესიმაგრე), კანდელაკი (ლეიტენანტი, ოსნაბრიუკი), ხერხეულიძე (ლეიტენანტი, გიუტერსლო), გაჩეჩილაძე (შტაბის კაპიტანი, ჰანოვერ-მიუნდენი), ადანაია (შტაბის კაპიტანი, ჰაიდელბერგი), სიამაშვილი (ლეიტენანტი, ვილინგენი) კიკნაძე (ლეიტენანტი, ნაისე), ინჯია (ლეიტენანტი, კანდელაკის დახასიათების მიხედვით, პირადად არ უნახავს). ბ. ისინი, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იბრძოლებენ, თუკი მზადმყოფ ორგანიზაციას დაინახავენ: ლექვინაძე (ლეიტენანტი, ვიურცბურგი), მაღალოვი (კაპიტანი, კულმბახი) გ. ისინი, ვინც ჩვენი მიზნისთვის გამოუსადეგარნი არიან.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1ტ.7, 000040წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი