1915 წლის 29 ივლისის წერილით ქართველი გიორგი კერესელიძე აცნობებს გერმანელ ელჩ ვეზენდონკს ბერლინში, რომ მისი შეთავაზება იყო: ა. პირველი კატეგორიის ოფიცერთა სადმე ბერლინის მახლობლად კონცენტრირება, რათა მათ შესაძლებლობა ექნებოდათ, უფრო ხშირად ენახათ და ესაუბრათ მათთან. ბ. მეორე კატეგორიის ოფიცერთა ბერლინიდან არც ისე შორს კონცენტრირება, მაგრამ პირველი კატეგორიისგან სრულიად გამოყოფილად, რომ მათთან უფრო ხშირად ესაუბრათ. გ. ოფიცრებისთვის გერმანული კულტურისა და ისტორიის შესახებ ქართულ და რუსულ ენაზე წიგნების შეძენა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1ტ.7, 000041
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი