1915 წლის 3 აგვისტოს წერილით უფროსი ლეიტენანტი გროებენი გიუტერსლოდან ატყობინებს მე-7 სამხედრო კორპუსის გენერალური მეთაურის უფროსის მოადგილეს მიუნსტერში, რომ ხერხეულიძე კერესელიძეს მიიჩნევს ყალთაბანდად, რომელმაც მოტყუებით მოიპოვა გერმანიის ხელისუფლების ნდობა. ქართველების საქმე მის ხელში უსათუოდ ცუდად იქნებოდა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000083
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი