1915 წლის 19 აგვისტოს წერილით კაპიტანი ნადოლნი იტყობინება ბერლინში, რომ კავკასიის წამოწყებისთვის, განსაკუთრებით კი თათრების მოძრაობისთვის აუცილებელი სამომავლო ხარჯების გათვალისწინებით, როგორც ჩანს , საჭირო იყო უფრო მეტი თანხა, ვიდრე გრაფი შულენბურგი ითხოვდა, კერძოდ, ერთი მილიონი მარკა ყველა შემთხვევის უზრუნველსაყოფად. ამ თანხის მოთხოვნას, სამხედრო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერს საველე არმიის გენერალური შტაბი.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-1Bd.7, 000089წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი