1915 წლის 22 სექტემბრის წერილით ქართული კომიტეტის წევრები მ. წერეთელი და გ. კერესელიძე ატყობინებენ საელჩოს მდივან ვეზენდონკს ბერლინში, რომ ის (წერეთელი) კარგად იცნობდა ახალი ქართული კომიტეტის ე.წ. "უფროსს". მისი პოლიტიკური წარსული კარგია, მაგრამ ის სავარაუდოდ ჟენევაში არქიმანდრიტს შეხვდა და საბოლოოდ სცადა მისი გადმობირება. ამ ახალი კომიტეტის "უფროსი" თედო სახოკიაა.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-3Bd.7, 000202
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი