1915 წლის 22 სექტემბრის წერილით ქართული კომიტეტის წევრები მ. წერეთელი და გ. კერესელიძე ატყობინებენ საელჩოს მდივან ვეზენდონკს ბერლინში, რომ ის (წერეთელი) შეეცადა, თედო სახოკიასთვის არსებული ვითარება აეხსნა და ურჩია არქიმანდრიტის ინტრიგები არ დაეჯერებინა. წერეთელი მისგან ელოდა პასუხს.

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები. R21014-3Bd.7, 000202
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი