1915 წლის 17 ნოემბრის ტელეგრამით გერმანელი ელჩი მეტერნიხი კონსტანტინოპოლიდან ბერლინში ატყობინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ქართველი მაჩაბელი ვენის გავლით ბერლინში გაემგზავრა, როგორც კავკასიის დელეგაციის წევრი, მარშალ ფუად ფაშას ხელმძღვანელობით.
წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი. 1914 წლის ომის დოკუმენტები R21015-3 Bd.8,000252წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
ენა: გერმანული
დაცულია: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური არქივი