1916 წლის 15 იანვრის მოხსენებით კავკასიის მეკავშირე ოფიცერმა, გერმანიის არმიის თადარიგის კაპიტანმა შულენბურგმა ბერლინში გერმანული არმიის გენერალურ შტაბს შეატყობინა, რომ ქართული ლეგიონის მეთაური კერესელიძე, დაკავებულ პოსტს არ შეეფერებოდა. მისი ამოცანა, რომ ქართველი მოხალისეებისგან, რომლებიც არასდროს ჯარისკაცები არ ყოფილან, გამწვრთნელი პერსონალის უკმარისობის პირობებში ვარგისი ჯარი შეექმნა, ძალიან რთული იყო.

წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"
წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა