1916 წლის 31 იანვრის წერილით საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრებმა გიორგი კერესელიძემ და მიხეილ წერეთელმა ბერლინში ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკს, გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლეგაციის მდივანს და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატს აცნობეს, რომ საქმის დასაწყისში ჟენევის საკონსულოდან, კონსტანტინოპოლის საელჩოდან, ტრაპიზონის საკონსულოდან, კონსულ შაბინგერისგან და მათი მხრიდანაც პირობა იყო მიცემული, კომიტეტის წევრთა წერილები ცენზურის გარეშე იმოძრავებდნენ.
წყარო: გიორგი მამულია, გიორგი ასტამაძე " საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი 1914-1918 დოკუმენტები და მასალები"წყაროს ტიპი: წიგნი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა